—

განათლების მინისტრმა განმარტა, თუ რატომ არ აღდგა სწავლება საკლასო ოთახებში

20
განათლების მინისტრმა განმარტა, თუ რატომ არ აღდგა სწავლება საკლასო ოთახებში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში დღესდღეობით 90 პროცენტი კორონავირუსის შტამებისა, არის დელტა, რომელმაც სამიზნედ ბავშვები და ახალგაზრდები გაიხადა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ…

საქართველოში დღესდღეობით 90 პროცენტი კორონავირუსის შტამებისა, არის დელტა, რომელმაც სამიზნედ ბავშვები და ახალგაზრდები გაიხადა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე პირველი ვარ, რომელიც მომხრეა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობდეს. ჩვენი სკოლები ყველა სცენარისთვის მზად არიან, აქ კრიტერიუმი არის სხვა - რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამიტომ არის 4-პროცენტიანი წყალგამყოფი და ამ კრიტერიუმით ვსარგებლობდით რაც პანდემია დაიწყო. მინდა გითხრათ, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი 4-პროცენტზე ქვემოთ ჩამოვა, ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →