—

Al Jazeera: ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა

54
Al Jazeera: ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera ავრცელებს .

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 - დაჭრილია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ.

„უნდა იცოდეთ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ გაიმარჯვებენ. ჩვენ გადავარჩენთ ამერიკელებს. ჩვენ გამოვიყვანთ ჩვენს ავღანელ მოკავშირეებს და ჩვენი მისია გაგრძელდება. ამერიკას ვერ დააშინებენ. უდიდესი ნდობა მაქვს ჩვენი მამაცი სამხედროების მიმართ, რომლებიც განაგრძობენ ამ მისიის შესრულებას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

tv imedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →