—

აშშ-ის საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა, რაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

25
აშშ-ის საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა, რაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით , აშშ-ის საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა, რაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კოვიდჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გასულ თვეში გაორმაგდა. გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში, ყოველ საათში საავადმყოფოებში, საშუალოდ, 500-მდე კოვიდპაციენტს იღებდნენ.

აშშ-ში კოვიდჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა ყველა დროის პიკს 6 იანვარს მიაღწია, როდესაც საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 132 051 პაციენტი იყო მოთავსებული.

ვაქცინაციის კამპანიის გაფართოების ფონზე, კოვიდჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - 13 843 პაციენტი 28 ივნისის მდგომარეობით.

თუმცა, ივლისში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

tv imedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →