—

ჯანდაცვის მინისტრი: ვირუსის გავრცელების კუთხით კლების სტაბილიზაცია ფიქსირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ლეტალობის კლების მოლოდინი გვაქვს

31
ჯანდაცვის მინისტრი: ვირუსის გავრცელების კუთხით კლების სტაბილიზაცია ფიქსირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ლეტალობის კლების მოლოდინი გვაქვს
მოსასმენად დააჭირეთ

კლების სტაბილიზაცია ვირუსის გავრცელების კუთხით ფიქსირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს ლეტალობის კლების მოლოდინი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ ეტაპისთვის მაქსიმალურად გვყავს გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი: თენგიზ ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე, მარინა ეზუგბაია, ესენი მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში, აქვთ გაწერილი სპეციალური გრაფიკი, ისინი აზუსტებენ მკურნალობის ხარისხის იმ სტანდარტებს, რომელიც დადგენილია და რაც პროტოკოლით არის გაწერილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს და არის 1,32, შევძლებთ რომ გავაუმჯობესოთ, რის შედეგადაც არაერთი სიცოცხლე გადარჩება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

tv imedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →