—

კახა კალაძე: ელიავას ბაზრობის პროექტი გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეებისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს

38
კახა კალაძე: ელიავას ბაზრობის პროექტი გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეებისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა შევეხო ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოწესრიგების და განვითარების პროექტს, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება მერიის და კერძო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ…

მინდა შევეხო ელიავას ბაზრობის ტერიტორიის მოწესრიგების და განვითარების პროექტს, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება მერიის და კერძო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული ობიექტი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონა, სადაც მრავალი მეწარმე ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა, მისი მოწყობა, ვიზუალი, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს და იმ სტანდარტებს, რომელიც სურს დედაქალაქის მოსახლეობას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა მოლაპარაკებები აწარმოა ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შევიმუშავეთ. ეს იქნება ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე, კერძო სექტორი, ამ შემთხვევაში ტერიტორიის მესაკუთრეები თავად განახორციელებენ.

ჩვენ ძირითადი კონცეფცია მათთან შეთანხმებით შევადგინეთ, გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულთან დავდეთ გეგმარების თაობაზე ხელშეკრულება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავებთ, გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეების და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს.

მის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა, ეს იქნება საფუძველი ამ ტერიტორიის მოწესრიგებისა და სწორად განვითარების“, - განაცხადა კახა კალაძემ.

tv imedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →