—

ეკატერინე ტიკარაძე: პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი, რათა სკოლა ბავშვებისთვის უსაფრთხოდ ჩავთვალოთ

90
ეკატერინე ტიკარაძე: პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი, რათა სკოლა ბავშვებისთვის უსაფრთხოდ ჩავთვალოთ
მოსასმენად დააჭირეთ

პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი, რათა სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასობრივი ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი, რათა ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლა შეძლონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე არასრულწლოვანებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაზეც ისაუბრა.

„როგორც არასრულწლოვანებში, ასევე ორსულებში ინფექციის მატება მიმდინარეობს, თუმცა როგორც ივლისის დასაწყისში იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, დღეს ეს მაღალი მაჩვენებელი არასრულწლოვანებში არ ფიქსირდება. მიგვაჩნია, რომ ამას თავისი მიზეზი აქვს - მშობლების მეტად გააქტიურება და ბავშვებისთვის საჭირო ღონისძიებების დაცვა, რასაც ჰქვია სოციალური დისტანცია, ასევე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებისგან თავის არიდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

tv imedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →