—

იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა

20
იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა
მოსასმენად დააჭირეთ

იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის…

იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ აცრა, ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაეტარებინათ.

„ვაქცინის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობისთვის კოდის დევნილთა დასახლებაში მობილური ამბულატორია ჩამოვიყვანეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დევნილებს აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ მოვუწოდო გაიკეთონ აცრა, დაიცვან და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

კოდის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.

COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მობილური ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.

tv imedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →