—

ამირან გამყრელიძე - ადრე შემსუბუქდა ქვეყანაში შეზღუდვები - ვიცი, მაკრიტიკებენ, მლანძღავენ, მაგრამ რა ვქნათ, ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ არის დიდი თავშეყრები, განსაკუთრებით სუფრები

32
ამირან გამყრელიძე - ადრე შემსუბუქდა ქვეყანაში შეზღუდვები - ვიცი, მაკრიტიკებენ, მლანძღავენ, მაგრამ რა ვქნათ, ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ არის დიდი თავშეყრები, განსაკუთრებით სუფრები
მოსასმენად დააჭირეთ

ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ დიდი თავშეყრები და განსაკუთრებით სუფრები არის. იქნებ როგორმე მოვითმინოთ ერთი წელიწადი, იმიტომ, რომ 59 სიკვდილი ყოველ დილას არ გვქონდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის…

ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ დიდი თავშეყრები და განსაკუთრებით სუფრები არის. იქნებ როგორმე მოვითმინოთ ერთი წელიწადი, იმიტომ, რომ 59 სიკვდილი ყოველ დილას არ გვქონდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.

გამყრელიძის შეფასებით, ინფიცირების რაოდენობის ნიშნები კლების ტენდენციისკენ, ორშაბათს-სამშაბათს უნდა გამოჩნდეს.

„მდგრად ნიშნებს ველოდები კლების ტენდენციისკენ, ორშაბათს - სამშაბათს უნდა გამოჩნდეს. ვნახოთ, დავაკვირდეთ.

რაც შეეხება იმას თუ რას უკავშირდება ეს, რას არ უკავშირდება, დიახ, ბევრ რამეს უკავშირდება, იმასაც უკავშირდება, რომ ადრე შემსუბუქდა ქვეყანაში შეზღუდვები, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, ადამიანებს დასაქმება და შემოსვალი სჭირდებოდათ, ჩვენ არ გავითავისეთ რასთან გვქონდა საქმე.

ძალიან სწრაფად დავიწყეთ დერეგულაცია. ვიცი, მაკრიტიკებენ, მლანძღავენ, მაგრამ რა ვქნათ, ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ არის დიდი თავშეყრები, განსაკუთრებით სუფრები. იქნებ როგორმე მოვითმინოთ ერთი წელიწადი, იმიტომ, რომ 59 სიკვდილი ყოველ დილას არ გვქონდეს" , - განაცხადა გამყრელიძემ.

ipn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →