—

თამარ გაბუნია: ჯერჯერობით ეპიდვითარება ისეთია, ახლა რომ სწავლა მიმდინარეობდეს, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოგვიწევდა

45
თამარ გაბუნია: ჯერჯერობით ეპიდვითარება ისეთია, ახლა რომ სწავლა მიმდინარეობდეს, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოგვიწევდა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯერჯერობით ეპიდვითარება იმდენად მძიმეა, ახლა რომ სწავლა მიმდინარეობდეს, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოგვიწევდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, წარიმართება თუ არა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში, ეს ეპიდემიოლოგიურ სურათზე იქნება დამოკიდებული.

„რაც შეეხება სასკოლო პროცესს, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ადრეა, რადგან ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სურათზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა იმაზე საუბარი, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა, მაგრამ ვნახოთ, სამომავლოდ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი. იმ დროისთვის, როდესაც უკვე სწავლის დაწყების თარიღი მოახლოვდება, ჩვენ თავიდან ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →