—

როდის მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობა სწავლის განახლებაზე - ტიკარაძის განმარტება

77
როდის მიიღებს გადაწყვეტილებას მთავრობა სწავლის განახლებაზე - ტიკარაძის განმარტება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწავლის დაწყების საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორი ეპიდსიტუაცია იქნება ქვეყანაში ორი კვირის შემდეგ და…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწავლის დაწყების საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორი ეპიდსიტუაცია იქნება ქვეყანაში ორი კვირის შემდეგ და რა შედეგები ექნება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

"რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს იმ არსებულ რისკებს და შედეგებს, რომლებიც დადგება. ამის შემდეგ საბჭო ერთობლივად იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომები იქნება სწავლის განახლებასთან და დაწყებასთან დაკავშირებით", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →