—

დავით კირკიტაძე - ვინმეს თუ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 20%-ით არის გაზრდილი, ის ძალიან შორს არის რეალობისგან

341
დავით კირკიტაძე - ვინმეს თუ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 20%-ით არის გაზრდილი, ის ძალიან შორს არის რეალობისგან
მოსასმენად დააჭირეთ

თუ ვინმეს სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 20%-ით არის გაზრდილი, ის ძალიან შორს არის რეალობის აღქმასთან და ადეკვატურობასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ „ქართული ოცნების“ შიდა…

თუ ვინმეს სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 20%-ით არის გაზრდილი, ის ძალიან შორს არის რეალობის აღქმასთან და ადეკვატურობასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კვლევა, რომელსაც ატარებს ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც არ არის დაინტერესებული და მიკერძოებული, მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას. საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, გასულ წელს, როცა „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი იყო ბიძინა ივანიშვილი, როცა მათი პრემიერი იყო გიორგი გახარია, მათ მოუწიათ სიყალბისა და ათასი ფარსის ჩადენა, იმისთვის, რომ 48% დაეწერათ არჩევნების შედეგზე. გასული წლის შემდეგ, თუ ვინმეს სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 20%ით არის გაზრდილი, ის ძალიან შორს არის რეალობის აღქმასთან და ადეკვატურობასთან. ამ კვლევაზე ამის თქმა შემიძლია, მეტი არაფრის. საქართველოს მოქალაქეებმა განსაჯონ, რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“ და სურს, დააჯეროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმაში, რომ გასული წლიდან, წლევანდელ წლამდე „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა იმდენი, რომ 20%-ით გაიზარდა მათი რეიტინგი. ეს ხომ სრული აბსურდია, ამის არავის არ სჯერა“, – განაცხადა კირკიტაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძეს 66,2 პროცენტი აქვს, ნიკანორ მელია – 33,8 პროცენტი.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →