—

პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოქალაქე ვაქცინაციაზე უარს იტყვის, მაგრამ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა სურს, მისი ტესტირება შესაძლოა, ფასიანი გახდეს

50
პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოქალაქე ვაქცინაციაზე უარს იტყვის, მაგრამ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა სურს, მისი ტესტირება შესაძლოა, ფასიანი გახდეს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოქალაქე ვაქცინაციაზე უარს იტყვის, მაგრამ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა სურს, მისი ტესტირება შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

ვებინარზე დასმულ კითხვაზე, ხომ არ იგეგმება, რომ PCR და ანტიგენის ტესტები ფასიანი გახდეს, პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ „ეს დამოკიდებული იქნება რეგულაციებზე“.

„ადამიანებს არჩევანის საშუალება ექნებათ. სახელმწიფო ადამიანებს ვაქცინას უფასოდ სთავაზობს, მაგრამ თუ მას არ უნდა ამ ვაქცინის გაკეთება, მაგრამ გარკვეული აქტივობები სურს, რომელიც სხვებისთვის საფრთხის შემცველია, მაშინ სახელმწიფომ უნდა დაიზღვიოს თავი და ასეთ ადამიანებს ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ, მაგრამ ალტერნატივად არსებობს უფასო ვაქცინა. ასეთი ჯგუფის ადამიანებს შესთავაზებენ ტესტს, ოღონდ უკვე ფასიანს“, - განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძემ კიდევ ერთხელ განმარტა აუცრელი მოქალაქეებისთვის ფასიანი ტესტირების შესაძლო შემოღების საკითხი.

„ეს არ იქნება უბრალოდ ფასიანი ტესტირება, ზოგს ეშლება. ფასიანი იქნება, თუკი ეს მოგეთხოვება რაიმე დაწესებულებაში, თუნდაც რესტორანში შესასვლელად.თუ მოქალაქე ორჯერ აცრილი იქნება, ტესტირება უფასოდ, სახელმწიფო ხარჯზე ჩაუტარდება. თუ აცრილი არ იქნება, ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯით მოუწევს. თუკი საუბარია პაციენტზე, ტესტის გაკეთება ყოველთვის უფასო იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. როგორც მან ვებინარზე განაცხადა, ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს ასევე მისი კოლეგებისთვის.

„ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველასთვის არა, მაგრამ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგალითად, ჩემი კოლეგებისთვის“,-განაცხადა იმნაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →