—

სერიოზული პრობლემები გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით - ჯანდაცვის მინისტრი

70
სერიოზული პრობლემები გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით - ჯანდაცვის მინისტრი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდთან დაკავშირებით სერიოზულია პრობლემებია.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აჭარაში ვიზიტისას აღნიშნა, მუდმივი მონიტორინგით შეეცდებიან, პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ.

რაც შეეხება აჭარას, მინისტრის თქმით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ფონი არის მძიმე, თუმცა მართვადი.

ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"მთავარია გავიკეთოთ ნებისმიერი ვაქცინა, მივიღოთ დროული გადაწყვეტილება და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა იქნება, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და არჩევანი ყველა იმ ვაქცინაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და დღეს ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს ფართო ხელმისაწვდომობა ყველა ვაქცინაზე და ყველა ვაქცინის რაოდენობა არის საკმარისი.

საქართველოს მასშტაბით გვაქვს კრიტიკული, სერიოზული პრობლემები საწოლფონდთან დაკავშირებით, ეს პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ შენარჩუნდება, თუმცა ჩვენი აქტიური ჩართულობით და მუდმივი მონიტორინგით შევეცდებით, რომ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 2726 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →