—

გვინდა თუ არა, ამის გაკეთება მოგვიწევს - რას აანონსებს პრემიერი

65
გვინდა თუ არა, ამის გაკეთება მოგვიწევს - რას აანონსებს პრემიერი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

ღარიბაშვილმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე ძლიერი ქვეყანა, სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს "ფაიზერის" ვაქცინას, ვაქცინებს ზოგადად და გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა.

რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას.

შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს.

ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება. 

ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. 

გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები, უნდა ავიცრათ ყველანი. დავარწმუნოთ მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები რომ ყველა ავიცრათ. 

მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ჯანმრთელები იყვნენ, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 2726 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

ცნობისთვის, 13 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აიცრა 25 432 პირი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →