—

ამირან გამყრელიძე: ჩვენი წინადადებაა, რომ სექტემბრიდან კაფეში, რესტორანში, სილამაზის სალონში თუ სავარჯიშო დარბაზში დაშვებული იყვნენ ერთჯერადად აცრილები ან მათ წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი

30
ამირან გამყრელიძე: ჩვენი წინადადებაა, რომ სექტემბრიდან კაფეში, რესტორანში, სილამაზის სალონში თუ სავარჯიშო დარბაზში დაშვებული იყვნენ ერთჯერადად აცრილები ან მათ წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი
მოსასმენად დააჭირეთ

ვენი წინადადებაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას, როგორიცაა კაფე, რესტორანი, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. იქ დაშვებული იყვნენ ერთჯერადად აცრილი ადამიანები (სანამ აცრა მოსახლეობის…

ვენი წინადადებაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას, როგორიცაა კაფე, რესტორანი, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. იქ დაშვებული იყვნენ ერთჯერადად აცრილი ადამიანები (სანამ აცრა მოსახლეობის 10%-ს არ მოიცავს) ან მათ უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭომ ეს საკითხი უკვე დააყენა.

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ 24 და 72-საათიანი ტესტები აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში ან სხვა დაწესებულაში წასვლა, კეთილი ინებეთ და თქვენი ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტვ იმდი

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →