—

პირადი წყენის საფუძველზე დაზიანებები მიაყენა, ამოღებულია დანა, ჩაქუჩი - შსს თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

97
პირადი წყენის საფუძველზე დაზიანებები მიაყენა, ამოღებულია დანა, ჩაქუჩი - შსს თბილისში მომხდარ მკვლელობაზე
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდეული - 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს…

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდეული - 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია შსს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის,თბილისში  მოკლული 45 წლამდე კაცი გიორგი ბასიაშვილია, რომელიც "მთავარი არხის" ინფორმაციით წლების განმავლობასი თბილისში ერთ-ერთ ტკბილეულის ქარხანაში მუშაობდა. 

ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები დაცვის თანამშრომელმა მიაყენა. ცხედარი მშობლიურ ქალაქს კასპში უკვე გადაასვენეს. მოკლული კასპში სამ მცირეწლოვანათან და ცოლთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენ. 

mtavari tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →