—

ჩაქვში მამა შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

38
ჩაქვში მამა შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
მოსასმენად დააჭირეთ

პროკურატურა კაცს საკუთარი შვილის, 15 წლის გოგოს გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას ედავება.

საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის ეტაპზეა. "ბათუმელების" ინფორმაციით, ბრალდებული 4 შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, მისი ცოლი კი, ბოლო 8 წელია თურქეთშია.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში გააუპატიურა არასრულწლოვანი შვილი. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, რომლის მიხედვითაც თემურ ტ. მოზარდთან გაუპატიურებამდე გარყვნილი ქმედებითაც დაკავდა, შემდეგ კი ემუქრებოდა და ძალადობდა.

ბრალდებული თ.ტ. დუმილის უფლებით სარგებლობს, მოზარდი კი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი.

ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებული არასრულწლოვანს სკოლაში მე-9 კლასის დასრულების შემდეგ აღარ უვლია.

პოლიციას მოზარდის მეგობრის დედამ მიმართა და უთხრა, რომ ბავშვი მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და მან უშუალოდ მოისმინა მოზარდისგან მოისმინა ამის შესახებ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თემურ ტ.-ს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →