—

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას პირბადის ტარებაზე კონტროლი გაძლიერდება

37
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას პირბადის ტარებაზე კონტროლი გაძლიერდება
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება და ეს იარაღი არის ვაქცინაცია. მე იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის…

დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება და ეს იარაღი არის ვაქცინაცია. მე იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მინდა, განცხადებები დავიწყო მოწოდებით, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს - ამისთვის კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის ვაქცინაცია.

დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება და ეს იარაღი არის ვაქცინაცია. მე იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია. მხოლოდ საფრთხეების რეალური გაცნობიერებით შევძლებთ ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ. ავიცრათ, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე!

ამასთანავე, დავიცვათ რეგულაციები, რაც პირბადის ტარებას უკავშირდება. პირბადის ტარება სავალდებულოა ყველგან, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში მგზავრობისას და ამ მიმართულებით კონტროლს გავაძლიერებთ“, - განაცხადა კალაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →