—

კიდევ გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები - მინისტრის განმარტება

66
კიდევ გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები - მინისტრის განმარტება
მოსასმენად დააჭირეთ

ალბათ, მოგვიწევს კიდევ შეზღუდვების გამკაცრება, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია ნამდვილად საკმაოდ მძიმეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემდე მიიტანოს ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებაზე.

"მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციის ჩართულობა იმუნიზაციის პროცესში და ამ კუთხით ცესკოს განწყობაა დადებითი. უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე თვის წინ მათი თანამშრომლები აქტიურად აიცრნენ და არის დადებითი დინამიკა და ასევე მზაობა. უკვე რაც შეეხება გაფართოებული კუთხით მათ ვაქცინაციას, ჩვენ რა თქმა უნდა ხელს შევუწყობთ, რომ ყველა ოლქში იყოს ის საჭირო ხელმისაწვდომობა და ის საჭირო ვაქცინა, რაც მათი პერსონალის მხრიდან იქნება არჩეული. ამ მიმართულებით ინტენსიური იქნება თანამშრომლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →