—

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მიერ გატარებული წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ შესაძლებელი გახდა სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა

57
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მიერ გატარებული წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ შესაძლებელი გახდა სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართლება უნდა იყოს წარმატებული სამეზობლო პოლიტიკა; ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს სამ მეზობელთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართლება უნდა იყოს წარმატებული სამეზობლო პოლიტიკა; ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს სამ მეზობელთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა წარმატებულ მედიაციაზე, რომლის მეშვეობითაც სომეხი სამხედროები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა მნიშვნელოვანი რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

„ბოლო დროს ჩვენს მიერ გატარებული წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენ ჩვენი მედიაციით მივაღწიეთ ჩვენს ძმებთან აზერბაიჯანელებთან და ჩვენს ძმებთან, სომხებთან ერთად შეთანხმებას, რომლითაც გახდა შესაძლებელი სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის - რუკების გადაცემა, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. ეს არის წარმატებული პრეცედენტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით - სამმა მეზობელმა ქვეყანამ. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომ საქართველო გახდეს რეალურად ერთ-ერთი ინიციატორი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის და შემდგომში განვითარების მყარი საფუძველი. ის პლატფორმა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებს, აუცილებლად უნდა განვითარდეს და უნდა გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: იმედი ტვ

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →