—

საქართველო მეოთხე ტალღის პიკს გადის - ეკატერინე ტიკარაძე

43
საქართველო მეოთხე ტალღის პიკს გადის - ეკატერინე ტიკარაძე
მოსასმენად დააჭირეთ

კორონავირუსის პანდემასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიმართვა გაავრცელა. მან სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს მიმართა და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. ტიკარაძემ…

კორონავირუსის პანდემასთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიმართვა გაავრცელა. მან სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს მიმართა და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. ტიკარაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ საჭირო იქნება, თავადაც ჩაერთვება ამ ბრძოლაში, როგორც რიგითი ექიმი. 

"საქართველო Covid 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.

ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.

მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.

დღეს ჩOVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.

მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა ჩOVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თქვენ ხართ გმირები!

მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!

კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!

დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩOVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!", - ნათქვამია ტიკარაძის მიმართვაში.

წარო: report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →