—

გამყრეიძე შეზღუდვებზე პროგნოზირებს

68
გამყრეიძე შეზღუდვებზე პროგნოზირებს
მოსასმენად დააჭირეთ

ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ ქვეყანაში ინფექციის შესაჩერებლად შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ყოველდღიურად დადასტურებული…

ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ ქვეყანაში ინფექციის შესაჩერებლად შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების აღმავალი ტენდენციის გამო და თქვა, რომ 3-4 ათასი დადასტურებული შემთხვევა ყოველდღიურად, საგანგაშო მაჩვენებელია. 

"ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკვეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 წყარო: report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →