—

მარნეულის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილი, საარჩევნო პროცესს ეთიშება

149
მარნეულის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილი, საარჩევნო პროცესს ეთიშება
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, რაიონული ორგანიზაციის ოფისის თავმჯდომარემ, აგილ მუსტაფაევმა ,მხარდამჭერებთან ერთად, ცოტახნის წინ ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგზე მუსტაფაევმა განაცხადა რომ, მარნეულის ენმ  წევრების ნაწილი არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. 

InterPress.ge გთავაზობთ მუსტაფაევის განცხადევბას:

,,გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის  საკმაოდ რთული იყო, ჩვენ ,ამ არჩევნებზე, მარნეულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები  საკმაოდ დიდი ნაწილი, არ მივიღებთ მონაწილეობას,მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს, პარტიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელობის მხრიდან,  რამდენჯერმე დაშვებული იყო შეცდომები,ჩვენთან  შეთანხმების გარეშე, მოხდა რამდენიმე დაგაწყვეტილების მიღება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ აქ მყოფი არცერთი ჩვენგანი არ ვტოვებთ პარტიას,ჩვენთვის იყო და იქნება  მიხეილ სააკაშვილი ჩვენი პოლიტიკური ლიდერი და ჩვენ მისგნ ველოდებით რეაგირებას'', - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.

აღსანიშნავია, რომ  მარნეულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ პრესკონფერენციაზე, არ იმყოფებოდა რამდენიმე წევრი, მაგალითად ლაშა და გივი ქველაძე, დავით ქიმაძე და სხვები.. 

InterPress.ge   - სთან მარნეულის, ენმ-ს რაიონულმა აღმასრუებელმა მდივანმა, ლაშა ქველაძემ განაცხდა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი, მისი თქმით,მარნეულში ნაციონალურ  მოძრაობას, ეყოლება კანდიდატი ყველა საარჩევნო ოლქში.

 ,, რაიონული ორგანიზაციის წევრების ერთმა ნაწილმა, ჩათვალა, რომ ამ არჩევნებში ,მონაწილეობის მიღებას არ ქონდა აზრი და ამ მიზეზის გამო, გაემიჯნენ  პროცესებს, ხოლო ჩვენ მეორე ნაწილი, ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება,არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,რადგან ქართულმა ოცნებამ, ვერ უნდა აიღოს ხმები,და ქართველმა ხალხმა, მიიღოს ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნები.

 ჩვენ გვეყოლება, ყვლა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები და ასევე გვეყოლება ქალაქის მერობის კანდიდატიც.  აზრთა სხვადასხვაობა პარტიში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავემიჯნოთ, ჩვენ ვრჩებით ერთი პარტიის წევრებად და მეგობრებად."

 განაცხადა ლაშა ქველაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →