—

უწყებათშორისი საბჭო შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს

204
უწყებათშორისი საბჭო შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მხრიდან საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვთვლით, რომ უნდა განხორციელდეს, –აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მხრიდან საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვთვლით, რომ უნდა განხორციელდეს, –აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

„მნიშვნელოვანია, მეტად უფრო ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ასევე ისეთ ღონისძიებებს, როგორსაც წარმოადგენს ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან, როდესაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ ეპიდვითარებას, კლასტერული ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. მნიშვნელოვანია არის, რომ შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა მოხდეს ეპიდვითარების უფრო მდგრადად შენარჩუნება. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვყავს 4000-მდე ინფიცირებული ყოველდღიურად. ჩვენ ასევე ხშირად ვამბობთ, რომ ამ შტამს გააჩნია არათანმიმდევრული ზრდა, არამედ ნახტომისებური ზრდა და მოსახლეობა ამას უკვე აკვირდება, რომ გარკვეული 10-დღიან პერიოდში ჩვენ გვაქვს ნახტომისებური ზრდა. დღეს დღეობით ჯამური რაოდენობით ინფიცირებულების მივაღწიეთ 39 000 მდე. საიდანაც 6 500-მდე მოქალაქე დღეს მკურნალობს სტაციონარში, არის ნაწილი მოქალაქეების, რომლებიც მკურნალობენ კოვიდსასტურმოებში, ხოლო საკმაოდ დიდი ნაწილი 25 000-ზე მეტი ბინაზე გადის მკურნალობას. მათზე მეთვალყურეობას ახორციელებენ ექიმები, რომლებიც ჩვენს ონლაინკლინიკაში არიან დასაქმებულები. რეკომენედაციები არის საბჭოზე წარდგენილი. სამშაბათს დამატებით მოხდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა გამკაცრების ღონისძიებები იქნება მიღებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელიც 10 აგვისტოს გაიმართება, შემდგომი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელებენ.

„10 აგვისტოს საბჭოზე ვიმსჯელებთ, თუ რა გამკაცრების ღონისძიებები იქნება მიღებული“, – თქვა ტიკარაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →