—

დღეს ,გენო პეტრიაშვილის გადამწყვეტი შეხვედრა იქნება

48
დღეს ,გენო პეტრიაშვილის გადამწყვეტი შეხვედრა იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე გადამწყვეტ შეხვედრას დღეს გაიმართავს. ქართველი მოჭიდავის მეტოქე ამერიკელი გეიბლ დენ სტივსონია, რომელმაც ტურნირს მთავარი ფავორიტი თურქი ტაჰა აგული დაამარცხა და ყველა ბრძოლა ისე მოიგო…

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე გადამწყვეტ შეხვედრას დღეს გაიმართავს. ქართველი მოჭიდავის მეტოქე ამერიკელი გეიბლ დენ სტივსონია, რომელმაც ტურნირს მთავარი ფავორიტი თურქი ტაჰა აგული დაამარცხა და ყველა ბრძოლა ისე მოიგო ,რომ მექტოეს ქულის აღების საშუალებაც არ მისცა.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით, 13:15 საათზე დაიწყება. 27 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავემ 125 კილოგრამ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში 23 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონი, ირანელი ჰოსეინ ამირ ზარე 6-3 დაამარცხა, იქამდე კი ეგვიპტელ და ჩინელ მოჭიდავეს მოუგო.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე გაემგზავნენ, იხილეთ ამ ბმულზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →