—

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

9
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა, რომლებიც განლაგებული არიან ვედის რაიონის არაზდაიენის დასახლებაში, ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას, აზიზლისა და შიშგაიას დასახლებებში, ჩამბარაკის რაიონის არდანიშის დასახლებაში, 4 აგვისტოს 14:50 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდულად ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სადარაკის რაიონის ჰეიდარაბადის დასახლების, გადაბაის რაიონის ნოვოივანოვკასა და გალაკენდის დასახლებების, ქალბაჯარის რაიონის ისტისუს და იელიას დასახლებების, დაშკასანის რაიონის თაზაკენდის მიმართულებით,“- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში არავინ დაშავებულა. „ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები აკონტროლებენ,“- აცხადებენ უწყებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →