—

ამირან გამყრელიძე - შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება

24
ამირან გამყრელიძე - შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება
მოსასმენად დააჭირეთ

ერთი კვირა იქნება ჩვენთვის კიდევ ის პერიოდი, რომ რეკომენდაციების შესრულების საფუძველზე ვთარება გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს, დიდი თავყრილობები არ უნდა გაიმართოს, თუნდაც ოჯახურ გარემოში და შემდეგ ვნახოთ, მომდევნო საბჭო…

ერთი კვირა იქნება ჩვენთვის კიდევ ის პერიოდი, რომ რეკომენდაციების შესრულების საფუძველზე ვთარება გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს, დიდი თავყრილობები არ უნდა გაიმართოს, თუნდაც ოჯახურ გარემოში და შემდეგ ვნახოთ, მომდევნო საბჭო იქნება სამშაბათს და მეტად კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება.

„ის რესურსი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ესეც კარგად არის ცნობილი და რა სცენარით მივდივართ, გასაგებია ჩვენთვის. ჩვენ ამ რისკებს რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90-პროცენტიანი ან 80-პროცენტიანი სიზუსტით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი გამოსავლები. ამდენად, კიდევ დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა, ამ სცენარს არ შეცვლილა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ადამიანი უკვე საკუთარი, ინდივიდუალური პასუხისმგებლობით – პირბადე უნდა გამოვიყენოთ. პირბადის გამოყენება ითვალისწინებს ინდივიდუალური ქცევის კონტროლს. ინდივიდუალური ქცევის კონტროლი ვერც ერთი ადმინისტრაციული უწყების შესაძლებლობის ფარგლებში ვერ მოხერხდება, თუ არ იქნა გაზიარებული ინდივიდუალურ დონეზე მოქალაქეებისგან. ამდენად, კი ბატონო, დავაბრუნოთ ისევ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, არანაირ შედეგს არ მივიღებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →