—

8 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩავლენ

24
8 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩავლენ
მოსასმენად დააჭირეთ

კორონავირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკის გამო დიდს ბრიტანეთს 8 აგვისტოდან საქართველო „წითელ ქვეყანათა“ სიაში შეჰყავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ვეღარ ჩავლენ.

კორონავირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკის გამო დიდს ბრიტანეთს 8 აგვისტოდან საქართველო „წითელ ქვეყანათა“ სიაში შეჰყავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ვეღარ ჩავლენ.

წესების თანახმად, მოქალაქე დიდ ბრიტანეთში ვერ ჩავა, თუ უახლოესი 10 დღის განმავლობაში წითელ ქვეყანაში იმყოფებოდა. დიდ ბრიტანეთში მოგზაურობა შეეძლებათ მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის და ბრიტანეთში ცხოვრების უფლების მქონე მოქალაქეებს.

ამასთანავე, ყველა ბრიტანეთში ჩასვლის უფლების მქონე მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინი, კორონავირუსზე ტესტის ჩატარება კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს და ასევე, სხვა დაწესებული შეზღუდვების შესრულება.

მართალია დიდმა ბრიტანეთმა საზღვრები გახსნა, დაწესებულია სპეციალური შეზღუდვები – „მწვანე“; „ყვითელი“ და „წითელი“ ქვეყნებისთვის. ქვეყნები ერთმანეთისგან კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით განსხვავდება. დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი „წითელი“ ქვეყნებიდან არის, შესაბამისად შეზღუდვები სწორედ აქაა ყველაზე მკაცრი.

წყარო : ,,ნეტგაზეთი"

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →