—

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: არ მგონია, ვითარება სწორად იყო წარმოჩენილი

84
მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: არ მგონია, ვითარება სწორად იყო წარმოჩენილი
მოსასმენად დააჭირეთ

ითქვა თითქოს, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და ის კონსტრუქციულად მუშაობდა და რომ, ისევ მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა…

ითქვა თითქოს, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და ის კონსტრუქციულად მუშაობდა და რომ, ისევ მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გაკეთებულ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„არ მგონია, სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, მაგალითად, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი იმ გარემოებას, რომ ითქვა თითქოს, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და ის კონსტრუქციულად მუშაობდა და თითქოს, ისევ მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ეს ნამდვილად ასე არ არის. ვფიქრობ, რეალური იქნებოდა, თუკი პრეზიდენტი ამ გარემოების მხედველობაში მიღებით შეაფასებდა მოვლენებს.

თუ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები კონსტრუქციული გახადა ამ დოკუმენტმა და რეალურად შევძელით, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულიყო სახელმწიფოში, კი, ბატონო, ამ ლოგიკაზე შეგვიძლია მსჯელობა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ასე არ იყო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, თითქოს 19 აპრილის შეთანხმებამ ქვეყანაში პოლარიზაცია არ შეამცირა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →