—

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს

34
იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს
მოსასმენად დააჭირეთ

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

,,ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის უმოკლეს ვადებში მიწოდებისა და მაღალი ხარისხის კონსულტაციის გაწევის მიზნით, ბიზნეს სექტორს მომსახურების სრულიად ახალ, მის საჭიროებებზე მორგებულ კონცეფციას შევთავაზებთ. ბიზნეს სექტორს ეყოლება იუსტიციის სისტემაში კარგად გათვითცნობიერებული პირადი მრჩეველი და დამხმარე, რომელიც მის ნაცვლად ყველა საჭირო პროცედურას გაივლის და მომზადებულ დოკუმენტაციას მიაწვდის“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის შეფასებით, „ხალხის კეთილდღეობას დიდწილად ძლიერად განვითარებული ეკონომიკა განაპირობებს, მატერიალური დოვლათის შემქმნელი ძირითადი ძრავის - ბიზნესის ხელშეწყობა პირდაპირ პროპორციულად აისახება ქვეყნის ბიუჯეტსა და თითოეული მოქალაქის პირად შემოსავალზე“.

,,პერსონალური ასისტენტის“ უპირატესობა სამართლებრივი კონსულტაციის გაცემის, მომსახურების უზრუნველყოფისა და ოპერაციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობა იქნება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიმარიამ ქველაძე

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →