—

გიორგი გახარია - სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, ამით მმართველ პარტიას დაეხმარება

72
გიორგი გახარია - სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, ამით მმართველ პარტიას დაეხმარება
მოსასმენად დააჭირეთ

პარტია „ საქართველოსთვის “ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით , მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით „ ქართულ ოცნებას “ დაეხმარება .

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება.

ამასთან, როგორც გიორგი გახარია აცხადებს, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააკავებენ, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სააკაშვილი ამნისტიით გაათავისუფლოს, „ისე, როგორც მელია და რურუა გამოუშვეს“.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, ამით მმართველ პარტიას დაეხმარება, ეს ერთი. მეორე - თუ ჩამოვა, ის მსჯავდებულია და დააკავებენ. მესმის, რომ შეიძლება „ოცნებამ“ ამნისტია გამოაცხადოს, მიშასაც გამოუშვებენ, ისე როგორც გამოუშვეს მელია და რურუა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის სასაცილოა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქაოსში, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი დასაშვებია“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რეფერენდუმამდე საქართველოში ჩამოვა. სააკაშილის თქმით, ეს მისი ვალდებულებაა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →