—

მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება ვაქცინაზე და იცრება — დეგნანი

53
მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება ვაქცინაზე და იცრება — დეგნანი
მოსასმენად დააჭირეთ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენი ქართველი რეგისტრირდება ვაქცინაზე და იცრება.

"მშვენიერია, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოსვლისას ვხედავ ამდენ ქართველს, რომლებიც იცრებიან. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნამდვილად სასიამოვნოა, რომ შეძლო საქართველოს 500000 დოზა ფაიზერის ვაქცინით დახმარებოდა. მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება ვაქცინაზე და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ დელტა შტამით დაინფიცირებულების რიცხვი იზრდება. ვაქცინა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ დაიცვა შენი თავი, საყვარელი ადამიანები და ქვეყნის ეკონომიკა", — განაცხადა დეგნანმა.

23 ივლისს საქართველომ ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა მიიღო. ვაქცინას საქართველოში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი დახვდნენ.

(on.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →