—

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დავაკავეთ 27 პირი, 4-ს კი ბრალი ციხეში წარედგინა — შსს

44
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დავაკავეთ 27 პირი, 4-ს კი ბრალი ციხეში წარედგინა — შსს
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დააკავეს 27 პირი, 4-ს კი ბრალი ციხეში წარუდგინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი მათგანი პოლიციამ თბილისში, 27 ივლისს დააკავა…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დააკავეს 27 პირი, 4-ს კი ბრალი ციხეში წარუდგინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი მათგანი პოლიციამ თბილისში, 27 ივლისს დააკავა. გამოძიების ცნობით მათ კავშირი ჰქონდათ 8 ივლისს დაკავებულ 25 პირთან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებული აღიარებდა ქურდულ სამყაროს და აქტიური კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. ასევე დადგენილია, რომ თ.ჭ. და ი.გ. აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში იმ პირებთან ერთად, რომლებიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 8 ივლისს იქნენ დაკავებული", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულები ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში არიან მოთავსებული. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

(on.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →