—

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კაცმა თავის დაწვა სცადა

22
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კაცმა თავის დაწვა სცადა
მოსასმენად დააჭირეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კაცმა თავის დაწვა სცადა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

„მას აღენიშნება სხეულის 18%-ის დამწვრობა, დაზიანებები მიყენებული აქვს ალით. დამწვრობები აქვს ზემო და ქვემო კიდურებზე, გულ-მკერდის არეზე. აქვს დამწვრობითი შოკი. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური. პაციენტი ემორჩილება მკურნალობას. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“, - აღნიშნა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

კაცი რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, განყოფილებაში შეურაცხყოფა რამდენიმე პოლიციელმა მიაყენა.

საქმეზე მოკვლევას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს.

(pia.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →