—

ხატია დეკანოიძე - "ქართულ ოცნებას" ვერ უშველის ვერანაირი მანიპულაცია, რომ არჩევნებზე 43 პროცენტი აიღოს

50
ხატია დეკანოიძე - "ქართულ ოცნებას" ვერ უშველის ვერანაირი მანიპულაცია, რომ არჩევნებზე 43 პროცენტი აიღოს
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მმართველ პარტიას ვერანაირი მანიპულაცია ვერ უშველის იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტი აიღოს.

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მმართველ პარტიას ვერანაირი მანიპულაცია ვერ უშველის იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტი აიღოს.

დეკანოიძის თქმით, სამოქალაქო სექტორის პოზიციაა, რომ ცესკო-ს კანდიდატების შერჩევის პროცესი თანაბარ პირობებზე დაფუძნებული არ იყო.

„ეს კანდიდატები ცესკო-ს „კლანის“ წევრები არიან. მათ ხმები არ ეყოთ და მეოთხე კენჭისყრაზე დაამტკიცებენ. პროცესი ისე უნდა წარმართულიყო, რომ სარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა გაზრდილიყო, ამის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ნდობას უფრო აქვეითებს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გიორგი კალანდარიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დახმარება გაუწიოს, რადგან ვერანაირი მანიპულაცია, რაც მათთვის მიღებულია, ვერ უშველის იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი აიღოს“, – განუცხადა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ უყარეს კენჭი, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ვერც ამჯერად მიიღეს. საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ დღევანდელ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა. თუმცა ვინაიდან საკმარისი ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა, საბოლოოდ კანდიდატი სიითი უმრავლესობით დაინიშნება, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით.

(1tv.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →