—

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავაყენებთ ერთიან კანდიდატად, შეიძლება ეს არჩევნები სასტიკად წავაგოთ – მეგრელიშვილი

15
თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავაყენებთ ერთიან კანდიდატად, შეიძლება ეს არჩევნები სასტიკად წავაგოთ – მეგრელიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ პალიტრანიუსის “ ეთერში ოპოზიციის საერთო კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო დასახელებაზე ისაუბრა.

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციის საერთო კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო დასახელებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ოპოზიციური სპექტრი წინასწარ წაგებულ თამაშს ითამაშებს.

„ამ თამაშს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ვთამაშობთ ბოლო 9 წლის განმავლობაში და ჩემი აზრით, ეს თამაში ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწყობს. მთავარი არის 43%. პირველ ტურში, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43%-ს, მაშინ ოპოზიციას მეორე ტურებში, მაჟორიტარულ ნაწილში, შანსი უჩნდება, რადგან სხვა ემოციით მივა ხალხი.

„ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ვერ მიიღო ის, რაც მისთვის პროგრამა მინიმუმი იყო. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავაყენებთ ერთიან კანდიდატად, შეიძლება ეს არჩევნები სასტიკად წავაგოთ. მინდა ოპოზიციამ წინასწარ წაგებული თამაში არ ითამაშოს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

(ptn.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →