—

მარნეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მამაზე თავდასხმისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინეს

43
მარნეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მამაზე თავდასხმისთვის 2 პირს ბრალი წარუდგინეს
მოსასმენად დააჭირეთ

პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მამის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინა.

21 ივლისს მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა. მან დამიზნებით ესროლა მეუღლეს, მის ძმასა და მშობლებს. ახალგაზრდა ქალი და მისი მამა დაიღუპნენ. ხოლო დედამ და ძმამ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

მომხდარი დანაშაულის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავები ბრალდებულის მამის საცხოვრებელს სახლში მივიდნენ, რა დროსაც მას სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი ეზოში გაჩერებული ორი ავტომანქანა დააზიანა.

პროკურატურამ დაკავებულებს ტ.პ-სა და ი.პ-ს ბრალი წარუდგინა.

ტ.პ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ი.პ.-ს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა ბრალდება, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →