—

როდის აღდგება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა: რუსეთში განმარტება კეთდება

47
როდის აღდგება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა: რუსეთში განმარტება კეთდება
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ მოხდეს, იუწყება РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ორი წლის წინ რუსეთიდან საქართველოში საჰაერო გადაზიდვების აკრძალვა იძულებითი ზომა იყო და დროებითი ხასიათისაა.

„2019 წლის ივლისში რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო გადაზიდვების განხორციელებაზე, იყო ცნობილი ანტირუსული პროვოკაციებით გამოწვეული იძულებითი ზომა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ზომები დროებითია. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი გამოიტანა მომხდარიდან, და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს დავუბრუნდეთ“, − განაცხადა რუდენკომ.

აღსანიშნავია, რომ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები 2019 წლის ივლისში აეკრძალათ სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული საპროტესტო აქციებისა და ანტირუსული ლოზუნგების გამო. ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მესამე ქვეყნების გავლით შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატი ან PCR-ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ.

(m.sputnik-georgia.com)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →