—

მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერისათვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამ მოქალაქეს დაეკისრა

52
მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერისათვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამ მოქალაქეს დაეკისრა
მოსასმენად დააჭირეთ

მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერისათვის , სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამ მოქალაქეს დაეკისრა.

კანონით აკრძალული საშუალებებით თევზჭერის ფაქტები, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, სოფელ მატანში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში გამოვლინდა.

ადგილობრივები, მდინარეებზე ალაზანსა და ლოპოტაზე, ელექტროშოკური აპარატით, დენის წყაროთი და ჩოგან- ბადით, შერეული სახეობის თევზს ანადგურებდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მოპოვებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის ორგანოებს გადაეცა.

სპეციალისტების დასკვნით, მდინარეებზე აკრძალული საშუალებებით ბრაკონიერობის გახშირებული შემთხვევების გამო, თევზის მთელი რიგი სახეობები გადაშენების პირას არიან.

(primetime.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →