—

კომიტეტმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

25
კომიტეტმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
მოსასმენად დააჭირეთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა…

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიას განცხადებით, კანონში ცვლილებების შეტანის მოტივაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს.

„2020 წელს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების, ასევე ,,ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის“ 1988 წლის კონვენციის თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნულ სიებს რამდენიმე ნივთიერება დაემატა, რომელთა ნებისმიერი ოდენობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია აღნიშნული ნივთიერებების მცირე, საშუალო და დიდი ოდენობების განსაზღვრა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ბუნებრივია, როდესაც შესაძლებელი გახდება ნივთიერებათა ოდენობების განსაზღვრა, ცვლილებები კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც აისახება.

(.report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →