—

10 კაცი მოგვივარდა რკინის ჯოხებით, ამის ცოლიც მოვკლათო, ბავშვით ხელში გავიქეცი - შურისძიება მარნეულში

63
10 კაცი მოგვივარდა რკინის ჯოხებით, ამის ცოლიც მოვკლათო, ბავშვით ხელში გავიქეცი - შურისძიება მარნეულში
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულში, ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში, ასევე სიდედრისა და ცოლის ძმის დაჭრაში ბრალდებული კაცის დედა ჰყვება, რომ გარდაცვლილი ქალის ნათესავები ხელკეტებით მიუვრადნენ, ეზოში მანქანები დალეწეს, მის ქმარს კი სცემეს.

მისივე ინფორმაციით, ბრალდებულის მამა ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.

"ჩემი ვაჟი მათ ქალიშვილს დაშორდა, იმის მერე კონფლიქტი არ ჰქონიათ, გუშინ რა მოხდა არ ვიცი. ღამე ჩემი ვაჟი რომ იქ მივიდა და ეს უბედურება მოხდა გოგოს ოჯახის მხრიდან 10-მდე კაცი, რკინისა და ჯოხის ხელკეტებით შეიარაღებული ჩვენ სახლს თავს დაესხნენ, ეზოში ორი მანქანა დაგვილეწეს, მერე ჩემი ქმარი გარეთ რომ გამოვიდა მას დაესხნენ, თავში ბლაგვი საგნები ურტყეს, თვალი დაუზიანდა, უგონო მდგომარეობაში რომ დაინახეს მერე თქვეს, მოდი ამის ცოლიც მოვკლათო და მე უკანა ეზოში ბავშვით ხელში გავიქეცი, ჩემი ქმარი საავადმყოფოში იმყოფება, ახლაც მძიმედაა.

ჩემს ვაჟს სამი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა ობლად, დედა მოუკლეს, მამა კი ციხეში წავა... ჩვენც გავნადგურდით",-ამბობს დაკავებულის დედა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →