—

თამარ გაბუნია - სოციალური და ეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს

50
თამარ გაბუნია - სოციალური და ეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს
მოსასმენად დააჭირეთ

სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის…

სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციიდან გამოსვლის მექანიზმი ვაქცინაცია და რეგულაციების აღსრულებაა.

„ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ ისევ მოსახლეობის მხრიდან, სოციალური ფონი და ასევე, ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა. დღეს ჩვენთვის მეტად აქტიური მექანიზმი იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ, არის ვაქცინაცია და ასევე, იმ რეგულაციების აღსრულება, რაც ძალაშია. არავის არ უთქვამს, რომ პირბადის გამოყენება საჭირო არ არის და დიდი სოციალური შეკრებები დასაშვებია - დღეს ეს არის მთავარი ბუსტერი ეპიდემიის. ამდენად, რაც დადგენილია იმ რეგულაციების დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →