—

ცნობილ ჟურნალისტ სულეიმან სულეიმანოვზე წიგნი გამოიცემა

20
ცნობილ ჟურნალისტ სულეიმან სულეიმანოვზე წიგნი გამოიცემა
მოსასმენად დააჭირეთ

ცნობილი ჟურნალისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტისა და მთარგმნელის, სულეიმან სულეიმანოვის ცხოვრებაზე წიგნის გამოცემა იგეგმება, ამის შესახებ ონლაინ-კონფერენციაზე ითქვა, რომელიც სულეიმან სულეიმანოვის…

ცნობილი ჟურნალისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტისა და მთარგმნელის, სულეიმან სულეიმანოვის ცხოვრებაზე წიგნის გამოცემა იგეგმება, ამის შესახებ ონლაინ-კონფერენციაზე ითქვა, რომელიც სულეიმან სულეიმანოვის ხსოვნას მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ქართველმა და აზერბაიჯანელმა ცნობილმა ადამიანებმა, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებმა, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის თემების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

ონლაინ-კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ ცნობილი ჟურნალისტის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები.

კონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა სულეიმან სულეიმანოვის ღვაწლი. გამოჩენილი ჟურნალისტი 100 წლიანი აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის, "გურჯისტანის" მთავარი რედაქტორი 42 წლის განმავლობაში იყო.

მინიჭებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს წევრისა და საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 1997 წელს გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი.

ცნობილი ჟურნალისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია საქართველოს ქალთა საბჭოს ინიციატივით ჩატარდა,რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, გაზეთი "გურჯისტანი", აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი საქართველოში და აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა კავშირი საქართველოში.

(report.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →