—

პაატა იმნაძე - დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით

19
პაატა იმნაძე - დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, რეგულაციები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საკმარისია, თუ მას მოქალაქეები დაიცავენ.

იმნაძის თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ წესებს არ იცავს. ამასთან, პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა პანდემიის პირობებში ქორწილეებსა და ქელეხებზე, რა დროსაც ინფექციის გავრცელება ხდება.

„სიტუაცია საკმაოდ დაძაბული გვაქვს. ერთადერთი, ახლა დარჩა, რა რეგულაციებიც არსებობს, ის დავიცვათ. მოგეხსენებათ, ცოტა გამკაცრდა რეგულაციები ბავშვთა ბანაკებთან დაკავშირებით, ასვე კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების ჩატარებასთან დაკავშირებით. გზა ერთია – ვაქცინა არის, უნდა ავიცრათ, სხვანაირად კორონა არ გაჩერდება, უფრო სწორად, კორონასგან სიკვდილიანობა. ეს რეგულაციები ვირუსის შესაკავებლად სრულიად საკმარისია, მთავარია, ის, რა რეგულაციაც არსებობს, დავიცვათ. არიან ადამიანები, რომლებიც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით.

იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, რა გითხრათ, აღარ ვიცი, მსხვერპლთშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. კონკრეტული მაგალითებიც მაქვს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ახლახანს მოხდა ერთ-ერთ რაიონში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →