—

სკოლაში დისტანციური სწავლა არ არის გამოსავალი, გადაწყვეტა არის ვაქცინაცია — გაბუნია

27
სკოლაში დისტანციური სწავლა არ არის გამოსავალი, გადაწყვეტა არის ვაქცინაცია — გაბუნია
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებში დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება გამოსავალი არ არის. მისი თქმით, გადაწყვეტა ვაქცინაციაა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე…

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებში დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება გამოსავალი არ არის. მისი თქმით, გადაწყვეტა ვაქცინაციაა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩემი პირადად და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ივლისის და აგვისტოს თვე, დარჩენილი პერიოდი სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, იმისთვის, რომ სკოლები დახვდეს სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში. დღეს შეზღუდვა გამოსავალი სკოლის პირობებში არ არის, არც დისტანციური სწავლა არ არის გადაწყვეტა ამ პრობლემის, გადაწყვეტა არის ვაქცინაცია და ამდენად, თხოვნა მექნება ყველასთვის, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს", — განაცხადა მან.

20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 880, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი.

(on.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →