—

მოშვებულია მოსახლეობა, ვიმსჯელეთ და გამკაცრებები იქნება - გამყრელიძე

154
მოშვებულია მოსახლეობა, ვიმსჯელეთ და გამკაცრებები იქნება - გამყრელიძე
მოსასმენად დააჭირეთ

საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, რის გამოც რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდება. იგეგმება ცვლილებები ღია სივრცეში პირბადის გამოყენების წესთან დაკავშირებითაც.

"ეპიდსიტუაცია გაუარესებულია... ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როცა ვიყავით მესამე ტალღის პიკზე 17 მაისს და ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. ეს ძალიან საყურადღებოა.

აქამდე ჯონს ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერ ზონაში, ახლა გადავედით წითელ ზონაში. ანუ ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული.

საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება. პირველ რიგში აღსრულების კუთხით.

მოშვებულია მოსახლეობა. პირბადეს დახურულ სივრცეშიც აღარ ატარებენ. ამიტომ ღია სივრცეში პირბადესთან დაკავშირებით კარკვეული ცვლილებები იქნება. შტაბი დაამუშავებს ამ რეკომენდაციას. ამაზე დავალება მიეცა შტაბს, შემუშავდება ეს რეკომენდაციები და მალე გახდება ცნობილი. საუბარია პირბადის ტარებაზე ღია სივრცეში იქ, სადაც შეიკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების" - განაცხადა გამყრელიძემ.

(report.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →