—

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესებისთვის, ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა

17
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესებისთვის, ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა
მოსასმენად დააჭირეთ

აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45%, რაც მართლა უპრეცენდენტო იყო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ევროპის მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი…

აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45%, რაც მართლა უპრეცენდენტო იყო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ევროპის მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდება დაახლოებით 12%-ით.

„როდესაც რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლაც თუ რამეს ვაკეთებთ, ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესებისთვის. ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რა თქმა უნდა, კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45%, რაც მართლა უპრეცენდენტო იყო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ევროპის მასშტაბით. მაისის თვეში გვქონდა ასევე ძალიან მაღალი ზრდა 25%-ის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეში გვექნება ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა და ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 15-დან 18%-მდე. საბოლოო ჯამში, გამოდის რომ პირველი ექვს თვეშ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით. ამან, რა თქმა უნდა, დამატებითი რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა ბიუჯეტში, ფინანსთა მინისტრმა მოამზადა შესაბამისი ცვლილება და წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(imedinews.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →