—

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

23
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

19 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ვედის რაიონის სოფელ არაზდეიენის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის…

19 ივლისს, დაახლოებით 23:40 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ვედის რაიონის სოფელ არაზდეიენის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სროლის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურე ფეხში დაიჭრა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"მოწინააღმდეგე საპასუხო ცეცხლით იქნა ჩახშობილი. ამ დროისთვის ვითარება ამ მიმართულებით სტაბილურია, ოპერაციულ სიტუაციას ჩვენი ჯარების ქვედანაყოფები აკონტროლებენ", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →