—

ყურბან-ბაირამისადმი მიძღვნილ ლოცვაზე დასასწრებად მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ

17
ყურბან-ბაირამისადმი მიძღვნილ ლოცვაზე დასასწრებად მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ
მოსასმენად დააჭირეთ

მუსლიმური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულისადმი მიძღვნილ საყოველთაო ლოცვაზე დასასწრებად მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა…

მუსლიმური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულისადმი მიძღვნილ საყოველთაო ლოცვაზე დასასწრებად მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.

სიმრავლის გამო, წელსაც მორწმუნეთა ნაწილმა რიტუალი მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა.

ყურბან-ბაირამი რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს ყველა მორწმუნე ვალდებულია, ალაჰს ოთხფეხა შინაური ცხოველი შესწიროს. შეწირული ცხოველის ხორცი რამდენიმე ოჯახზე თანაბრად ნაწილდება. თითოეული ოჯახი კი ხორცს სამ ნაწილად ჰყოფს. ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, ერთი უპოვრებს და იმ ადამიანებს უნდა გადაეცეს, რომლებსაც მსხვერპლად შესაწირი საქონლის შეძენის საშუალება არ აქვს, მესამე ნაწილი კი მეზობლებს და ნათესავებს, ასევე ოჯახიდან გათხოვილ გოგოებს უნდა გადაეცეთ.

ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების დღესასწაულია, ამ დღეს მორწმუნეები უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →