—

შარლ მიშელი - აპრილის შეთანხმების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულება საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად, ეს არის ჩემი გზავნილი პარტიებისადმი

23
შარლ მიშელი - აპრილის შეთანხმების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულება საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად, ეს არის ჩემი გზავნილი პარტიებისადმი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული…

ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილა.

„დღეს მე ვარ საქართველოში, რათა დავესწრო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და შევხვდე ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებს.

ასევე, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რათა განგვეხილა საქართველოში ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის ის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →